Sunday, September 4, 2016

dimitripo84@gmail.com

    ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,რადგან ბლოგის შექმნა ხელს შემიწყობს ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.დამეხმარება მივაწოდო საჭირო ინფორმაცია როგორც მშობლებს,ისე ჩემს კოლეგებს.ვეცდები სისტემატური ხასიათი მივცე ინფორმაციის მიწოდებას,რითაც ავამაღლებ სწავლების ხარისხს.


    დღეს გავეცანი რა მოთხოვნებს გვიყენებს პროექტი.საჭიროა პროექტის მსვლელობისას,
მოსწავლეს ხელი შევუწყოთ (საკითხის)გაგებაში დამოუკიდებელ მუშაობაში და თანამშრომლობაში, კრიტიკული აზროვნების  განვითარებაში.შეიძლება მოსწავლემ
 წარმოადგინოს თავის მიერ შექმნილი პროდუქტები, პრეზენტაციები ან დოკუმენტები, რითაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს მოსწავლე.

პროექტების სწავლების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია ბუკლეტების შექმნას. მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის, ჟურნალ-გაზეთების თუ სხვა საშუალებებით, შემდეგ ამ ინფორმაციას მოუყრის თავს თავის ბუკლეტში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, როგორც თავისი თანატოლებისთვის, ისე ყველა დაინტერესებული პირისათვის.







1 comment:

  1. კარგია, რომ თქვენ დაინახეთ, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს პროექტი, დაუკავშირეთ თქვენი პრაქტიკული საქმიანობა ტრენინგზე მიღებულ ცოდნას. აფასებთ თითოეული კომპონენტის საჭიროებას პროექტისთვის

    ReplyDelete